მხილების ინსტიტუტი

2015 წლიდან საქართველოში ხორციელდება მხილების ინსტიტუტისა და მამხილებლის დაცვასთან დაკავშირებული რეფორმა.

საქართველოში საკანონმდებლო დონეზე მხოლოდ საჯარო სექტორში არსებული მხილებაა მოწესრიგებული. მხილება ნიშნავს საჯარო სექტორში დასაქმებული პირის მიერ უფლებამოსილი ორგანოებისა და საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას არსებული ან შესაძლო სამართალდარღვევის თაობაზე, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ან შეიძლება მიაყენოს საზოგადოებრივ ინტერესს.

მხილების ინსტიტუტი სამართლებრივად რეგულირდება საქართველოს კანონით „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებს. 2014-2015 წლებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად მხილების მარეგულირებელი ნორმები გაუმჯობესდა.

  • გაფართოვდა მხილების დეფინიცია და ნებისმიერ პირს მიენიჭა მხილების განხორციელების უფლება

  • შეიქმნა ელექტრონული პლატფორმა www.mkhileba.gov.ge , რაც მხილების ანონიმურად განხორციელების შესაძლებლობას იძლევა

  • დაემატა მხილების გარე არხები, როგორიცაა: სახალხო დამცველი, პროკურატურა, სხვა საგამოძიებო სამსახურები

  • გარე მხილების არხების მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მამხილებელს მიენიჭა უფლება მიაწოდოს ინფორმაცია სამოქალაქო საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს 

  • მხილების დაცვის მექანიზმები გავრცელდა მამხილებლის ნათესავებზეც

მხილების შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ.


სიახლეები

img

რა კარგია რომ დაბრუნდით!

ავტორიზაცია

რეგისტრაცია

უკვე გაქვს ანგარიში ? შესვლა

პაროლის აღდგენა

logo
Join Us

Civil Service Hub

არ გაქვთ ანგარიში? დარეგისტრირდი

.

პაროლის შეცვლა